თამარ გაბუნია გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და ონკოლოგებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და ონკოლოგებს შეხვდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მიზანს, საქართველოსა და გერმანიას შორის, სამედიცინო მიმართულებით, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

„გერმანელმა სპეციალისტებმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბერლინის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს, გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში, განათლების მიღების საშუალებას მისცემს. ინიციატივა საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი თაობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოში, წლებია, წარმატებით ხორციელდება. შეხვედრას პროფესორი, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი ზაზა ავალიანი, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ ჰანი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს