საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბიზნესასოციაციის წევრებს ახალი პროდუქტი „პერსონალური ასისტენტი“ გააცნო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბიზნესასოციაციის წევრებს ახალი პროდუქტი „პერსონალური ასისტენტი“ გააცნო.

როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს სერვისი, გულისხმობს, პერსონალური ბიზნეს ასისტენტის მომსახურებას როგორც დისტანციურად, ასევე ბიზნესის მომსახურებისთვის განკუთვნილ სივრცესა და ადგილზე მომსახურებით.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, „პერსონალური ასისტენტის“ კონცეფცია გულისხმობს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა სერვისის განხორციელებას, იგულისხმება თორმეტი სსიპ, რომელიც მომხმარებელს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.

შეხვედრაზე წარმოდგენილმა პროდუქტმა ასოციაციის წევრ კომპანიებში ინტერესი გამოიწვია, რასაც მოჰყვა შესაბამისი დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმი.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროდუქტი მოქნილი მექანიზმია ბიზნესის ეფექტიანი ოპერირებისთვის/საქმიანობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბიზნეს სექტორი განსაკუთრებით საჭიროებს სახელმწიფო სერვისებზე წვდომას, შესაბამისად, მაღალი ხარისხის კონსულტაციის უზრუნველყოფასა და შემდეგ სერვისის ოპერატიულ მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათ საქმიანობას. დარწმუნებულები ვართ, ზემოხსენებული პროდუქტი გამოიწვევს შესაბამის დაინტერესებას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის