სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასშტაბურ, 150 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს

სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასშტაბურ, 150 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს (GRAIL) იწყებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, სრულად შეცვალოს და სამელიორაციო სისტემების მართვას მოდერნიზება გაუკეთოს.

„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტის” (GRAIL) ფარგლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია განხორციელდება; შედეგად, საპროექტო ტერიტორიებზე გაუმჯობესდება სარწყავი და სადრენაჟე მომსახურება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება; წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რაოდენობა, დამატებით, 27 ათას ჰექტრამდე გაიზრდება; ეროვნულ დონეზე გაძლიერდება ირიგაციისა და მიწის მართვის ინსტიტუციური შესაძლებლობები. პროექტის მიზანია, სრულად შეცვალოს და თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოდერნიზება გაუკეთოს სამელიორაციო სისტემების მართვას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს როგორც საექსპლუატაციო, ისე ბუნებრივი რესურსის ხარჯს. მართვის თანამედროვე სისტემა გულისხმობს მთელი რიგი ტექნოლოგიური და პროგრამული ნოვაციების დანერგვას. პროექტის განსახორციელებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებს შესაბამის სამთავრობო უწყებებთან. როგორც საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციის და მიწის პროექტი” (GRAIL), რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება და 6 წელს გასტანს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებას“,- აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა