თბილისში რე|ბანკის ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ახალი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ახალ მისამართზე, ვაჟა-ფშაველას გამზ. #35-შიც შეძლებენ.

ფილიალი იმუშავებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირას-10:00-14:00. ადგილზე მისული მომხმარებლები საპარკინგე ადგილითაც შეძლებენ სარგებლობას.

თბილისში პეკინის გამზ. #19-ში მდებარე ფილიალი დაიხურა, ზაარბრუკენის მოედანზე არსებული ფილიალი კი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მომხმარებლებს.

რე|ბანკის მიზანია, გაამარტივოს ჩვენი ყოველდღიურობა და სასურველი ნივთები თუ მომსახურებები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

რე|ბანკი მომხმარებელს რამდენიმე ძირითად პროდუქტს სთავაზობს: ტოპ|ქარდს, რეფინანსირებისა და რე|ბანკის სესხს. ასევე, რე|ბანკის ანაბარს, სადეპოზიტო სერტიფიკატსა და მოთხოვნამდე ანაბარს.

ტოპ|ქარდი ყოველდღიური შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ რე|ბანკის მეგობარ მაღაზიებში გადახდილი თანხა გადაანაწილონ მინიმუმ 3 თვეზე თანაბრად, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.

რე|ბანკის პარტნიორების და საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ინფორმაციას რე|ბანკი ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი