თბილისის მერია გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს

დედაქალაქის მერია საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი საავტომობილო გზა განკუთვნილი იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელთათვის, არსებულ პანდუსზე კი გზა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები მხოლოდ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

„საბურთალოს რაიონში, ლევან გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი საავტომობილო პანდუსის მშენებლობას ვიწყებთ იმიტომ, რომ აღნიშნული გზა, რომელიც გოთუადან სანაპიროს მიმართულებით ჩადის, დიდ პრობლემას წარმოადგენს თვითონ იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც ამ გზას იყენებენ. ასევე, პრობლემას წარმოადგენს მათთვის, ვინც სანაპიროზე მოძრაობს და გარკვეული ავარიული სიტუაციები იქმნება. ამჟამად არსებული პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო უსაფრთხოებას გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდეს კიდევ ერთი პანდუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, მოეწყობა ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის კედლები.

„პროექტის დასრულების შემდეგ, არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ სანაპიროდან გოთუას ქუჩის მიმართულებით. გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელებისთვის კი ახალი პანდუსი მოეწყობა. შესაბამისად, ამომსვლელი და ჩამსვლელი ნაკადი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. სამუშაოები დღეს დაიწყება და ამ ყველაფრის მოწყობას, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი