Suburban Lisi - კოლიერსის მეორე სუბურბანული პროექტი, რომელიც ლისის ტბასთან განვითარდება

კოლიერსი ლისის ტბასთან მეორე საცხოვრებელი უბნის განვითარებას იწყებს. ურბანული ცხოვრების სტილის ქალაქისგან მოშორებით დასამკვიდრებლად, ამჯერად 7 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი შეირჩა. ლოკაცია, გამორჩეულია რეკრეაციული გარემოთი და თბილისზე პანორამული ხედებით. ახლოს მდებარე სკოლების კლასტერისა და პრემიუმ კლასის დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი პროექტების გამო, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Suburban Lisi ლისის ურბანულ ცენტრში განვითარდება. პროექტიდან ლისის ტბა 800 მეტრის მოშორებით მდებარეობს, რაც დამატებით ღირებულებას ქმნის.

რაც შეეხება უბანს, სუბურბანის მთავარი იდეა უცვლელია - შექმნას ახალი უბანი, რომელშიც ყველაფერი თავის ადგილზეა. წინასწარ ნაზრუნი და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ურბანული კომფორტი და სრულადაა მოწყობილი ინფრასტრუქტურა - დენი, წყალი, კანალიზაცია, ასფალტით დაფარული გზები, ქუჩების განათება. ნაფიქრია სოციალიზაციის სივრცეებზეც - პროექტის ორი მოედნიდან ერთი მულტიფუნქციურ სპორტულ ზონას დაეთმობა, მეორეზე კი ჩოგბურთის კორტი განვითარდება. უბნის იერსახე, პირველი პროექტის მსგავსად, სუბურბან ლისზეც დაცული იქნება ქაოტური განაშენიანებისგან. პროექტში ჩადებული წინასწარი წესები მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს საკუთარი გემოვნებით აიშენონ სახლი, ისე რომ არ დაარღვიონ უბნის ერთიანი სტილი და ნორმები.

სუბრუბან ლისი 2024 წელს დასრულდება და 60 მიწის ნაკვეთსა და 9,300 კვ.მ რეკრეაციულ სივრცეს გააერთიანებს. პროექტში მიწის ნაკვეთების წინასწარი გაყიდვები კი უკვე დაწყებულია. უნდა აღინიშნოს, რომ სუბურბან ლისი კოლიერსის მეორე საცხოვრებელი პროექტია. პირველი პროექტის - სუბურბან საგურამოს მშენებლობის პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და სახლების მშენებლობა 2023 წლის ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

suburban.ge | +99577 308 989 | george.shukakidze@colliers.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან