ირაკლი ხმალაძემ განმარტა, თუ რა უნდა მოიმოქმედონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც თბილისში, ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ

დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, თუ რა უნდა მოიმოქმედონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც თბილისში, ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წერილობითი განცხადებისა და კონცეპტუალური გეგმარების შემდეგ, მოსახლეობასთან ხდება ინდივიდუალურად წერილობითი შეთანხმება და პროექტის დაპროექტება.

„40-მდე ავარიული სახლის ჩანაცვლების პროგრამაზე მუშაობს მუნიციპალიტეტი. ავარიულ სახლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ ყველამ კარგად იცის, რომ მათ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ თბილისის განვითარების ფონდს ან რაიონულ გამგეობას, შემდეგ ხდება ამ საკითხის განხილვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სამსახურში და ხდება კონცეპტუალური გეგმარება. მას შემდეგ, რაც მოხდება კონცეპტუალური გეგმარება, მოსახლეობასთან ხდება ყველასთან ინდივიდუალურად წერილობითი შეთანხმება და პროექტის დაპროექტება. დაპროექტების შემდეგ ტენდერი ცხადდება“,-განაცხადა ხმალაძემ.

გარდა ამისა, მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ რას ითვალისწინებს ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული შენობების რეაბილიტირების მიმართულებით მომზადებული ორი პროგრამა.

„შევიმუშავეთ 2 განსხვავებული პროგრამა, ერთი, რომელიც ითვალისწინებს არაისტორიული ზონების არეალებში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე გეგმარებითი პარამეტრების დადგენას, მათ გაუმჯობესებას და ამის სანაცვლოდ, დეველოპერის მიერ ისტორიულ ზონაში სარეაბილიტაციო ან ჩანაცვლების სამუშაოების განხორციელებას მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული პროექტის შესაბამისად. მაგალითად, ისტორიულ ზონაში დგას ორსართულიანი ავარიული შენობა და თბილისის განვითარების ფონდმა მოამზადა ამ შენობის რეაბილიტაციის პროექტი, სადაც მოცულობა არ იზრდება. განცალკევებულად ეს პროექტი რომ ავიღოთ, არანაირ ბიზნესინტერესს არ ატარებს. ეს არის მთლიანად სოციალური, სუბსიდირებული პროექტი, შესაბამისად, დეველოპერი თანახმაა, დააფინანსოს ან უშუალოდ განახორციელოს ეს სამუშაო იმის სანაცვლოდ, რომ ისტორიული უბნის მიღმა ან მის კუთვნილ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტი კონკრეტულ გეგმარებით გადაწყვეტილებას მიიღებს“,-განაცხადა ხმალაძემ.

მისი განმარტებით, მეორე პროგრამის მიხედვით, ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათი საკუთრების, მათი ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს თბილისის მერიამ.

„მუნიციპალიტეტი აზომავს ფართებს, მოამზადებს საექსპერტო შეფასებას. გეგმარებით გადაწყვეტილებას და კომუნიკაციას დავამყარებთ დაინტერესებულ მყიდველებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მყიდველებს წინასწარ ვეტყვით, რის გაკეთებას შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ გამოისყიდის კონკრეტულ შენობას. თუ მას ექნება კონკრეტული ინიციატივა, მზად ვართ, პასუხი გავცეთ და ისტორიულ საბჭოსთან შევათანხმოთ. მას შემდეგ, რაც დამუშავდება ყველანაირი სცენარი და პროექტი, ამ ინფორმაციას განვათავსებთ ვებგვერდზე და აუქციონი გამოცხადდება. აუქციონში მონაწილეობის დროს, ყველა დაინტერესებულ პირს წინასწარ ეცოდინება, რის გაკეთება იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ ქონების შეძენის შემთხვევაში“,-განაცხადა ხმალაძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა