ხარკოვის გუბერნატორი საჰაერო განგაშისას მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს

ხარკოვის გუბერნატორი საჰაერო განგაშისას მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს

ხარკოვის გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა, მოსახლეობას საჰაერო განგაშისას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

მან „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ოკუპანტებმა კვლავ დარტყმები განახორციელეს.

ხარკოვში აფეთქებების შესახებ იუწყება უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელიც. სხვა დეტალები უცნობია.