უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ლიეტუვის პარლამენტს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ლიეტუვის სეიმს რეზოლუციის მიღებისთვის, რომლითაც რუსული „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული“, - აღნიშნა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სხვებმაც უნდა მიბაძონ ლიეტუვას და დამნაშავეებს დამნაშავეები ეწოდოთ.