რუსულმა მხარემ ხარკოვის ერთ-ერთი სკოლის სიახლოვეს სარაკეტო დარტყმა განახორციელა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, რუსებმა დღეს ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა ერთ-ერთი სკოლის სიახლოვეს განახორციელეს.

მისი თქმით, სკოლის შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის“, - დაწერა ერმაკმა „ტვიტერზე“.

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ხარკოვზე იერიში რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან, S-300 ტიპის რაკეტით განხორციელდა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა