ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს კლაუს ნეუკირჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს კლაუს ნეუკირჩს, ევროპის საბჭოს ოფიცერს საქართველოში, ტობია ფიორილს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ნატალია ვუტოვას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე სტრატეგიის შემუშავებისათვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამგვარი სტრატეგიული დოკუმენტის არსებობა ქვეყანაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ფარავს ადამიანის უფლებების ფართო სპექტრს.

„შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და აღსრულების პროცესსა და ამ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესახებ.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და ისაუბრა იმ ხელშესახები პროგრესის შესახებ, რომელიც რიგი მიმართულებით არსებობს.

შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა ის ბოლოდროინდელი მიღწევები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს.

დასასრულს, კლაუს ნეუკირჩმა, კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა და ევროპის საბჭოს სახელით დაადასტურა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიულ რეფორმებში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის