გიგა ბოკერია ვენეციის კომისიის დასკვნაზე - ვერც ერთი კანონი პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის ბუნებას ვერ შეცვლის

ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერც ერთი ცალკე აღებული კანონი პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის ბუნებას ვერ და არ შეცვლის, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ვენეციის კომისიის დასკვნას „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ამ კანონითაც ჩანს, "თუ როგორ უტიფრად ექცევიან ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ამ პროცესს".

"მაგრამ ზოგადად ყველას უნდა ესმოდეს, ცალკე ერთი კანონი რომც არ გამხდარიყო ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი, ამ რეჟიმის ბუნება ისეთია, რომ მისი გამოცვლის გარეშე რაიმე რეფორმირება ერთი კანონით, ან ზოგადად კანონმდებლობით არის შეუძლებელი. ეს ქვეყანა ივანიშვილის მიერ კანონებითა და კონსტიტუციებით არ იმართება," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?