ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი ინტერესია, თბილისს შევუნარჩუნოთ ის ურბანული ქსოვილი, რომლითაც  ყველა ასე ვამაყობთ

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მან ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება/რეაბილიტირების მიმართულებით მომზადებული ორი პროგრამის შესახებ ისაუბრა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, თბილისის საკრებულო აქტიურად არის ჩართული იმ დადგენილების პროექტში, რომელიც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის პროცესს გულისხმობს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან თბილისის ისტორიული შენობები არის ჩვენი საგანძური. ძალიან ბევრი ადგილის რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. საერთო ინტერესია, რომ პირველი, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მეორე, შევუნარჩუნოთ თბილისს ისტორიული უბნები და ის ურბანული ქსოვილი, რომლითაც ჩვენ ყველანი ერთად ვამაყობთ. ამ მიზნით შემუშავდა ორი პროგრამა და საკრებულო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. თბილისის განვითარების ფონდი ბიზნესს დამტკიცებულ პროექტებს შესთავაზებს. ბიზნესს საშუალება ექნება ამ პროექტების მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით და ფონდის ზედამხედველობით ავარიული შენობები ჩაანაცვლოს ან რეაბილიტაცია ჩაუტაროს მათ; ამის სანაცვლოდ კი მის საკუთრებაში არსებულ არაისტორიულ უბნებში არსებულ სხვა მიწის ნაკვეთზე შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლოს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესი ამ პრეფერენციებით ვერ ისარგებლებს, ვიდრე ფონდს დასრულებულ პროექტს არ ჩააბარებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, თუ სამშენებლო კომპანიას არ სურს პირადად შეასრულოს სამუშაოები, შესაძლებელია მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით ბიუჯეტში თანხა შეიტანოს, რაც ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას მოხმარდება.

ლევან ჟორჟოლიანმა ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობის გასხვისებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს თავიანთი ქონების გასხვისება აუქციონის საშუალებით შეეძლებათ.

„მესაკუთრეებს შესაძლებლობა მიეცემათ, რომ მათი საკუთრების, მათი ქონების გასხვისებისა თუ გაყიდვის პროცესი თბილისის მერიამ აუქციონის საშუალებით უზრუნველყოს. მუნიციპალიტეტი მესაკუთრეებს შენობების რეალიზაციაში ეხმარება. აუქციონის საშუალებით განისაზღვრება ქალაქმშენებლობითი პარამეტრები, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა