„ალდაგის“ მხარდაჭერით უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა გაიმართა

სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერითა და Property Georgia-სა და FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით, პირველად საქართველოში, უძრავი ქონების სექტორის ლიდერების შეხვედრა - Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup გაიმართა.

„ალდაგის“ ცნობით, შეხვედის მიზანი უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორში მოღვაწე 40-მდე სხვადასხვა პროფილის კომპანიების ხელმძღვანელებს შორის ბიზნეს შეხვედრების ორგანიზება და ახალი ბიზნეს თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

როგორც „ალდაგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Real Estate CEOs #1 Business Networking Meetup ფარგლებში ერთ სივრცეში ერთმანეთს შეხვდნენ გადაწყვეტილებების მიმღები პირები სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან, საბროკერო სფეროდან, არქიტექტორები და საინჟინრო - ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ქალაქგეგმარების ექსპერტები.

როგორც კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ეთერ მოდებაძემ აღნიშნა, მათ გააზიარეს ხედვა სამშენებლო რისკების დაზღვევაზე.

„მოხარული ვართ, რომ ამ ფორმატში შეგვიძლია ვითანამშრომლოთ Property Georgia-სთან და ჩვენს მოქმედ და პოტენციურ მომხმარებელთან ერთად ვისაუბროთ სამშენებლო რისკებსა და მათი დაზღვევის გზებზე. ჩვენ, როგორც კორპორატიული დაზღვევის კუთხით ლიდერმა კომპანიამ, გავაზიარეთ ჩვენი ხედვა სამშენებლო რისკების დაზღვევაზე, გავაცანით ის სადაზღვევო პროდუქტები, რომლებიც სამშენებლო ინდუსტრიისთვის გვაქვს შემუშავებული. რომლებიც მაქსიმალურად დაიცავს მათ, მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რისკებისგან,“ - განაცხადა ეთერ მოდებაძემ.

როგორც FIABCI-Georgia-ს წარმომადგენელმა, ლიკა ქარდავამ აღნიშნა, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, სხვადასხვა სფეროდან.

“FIANBCI Georgia-სა და Property Georgia-ს ორგანიზებით, საქართველოში პირველად, უძრავი ქონების ლიდერების B2B შეხვედრა ჩავატარეთ, რომლის მთავარი მიზანია, უძრავი ქონების სექტორის მოთამაშეების გაერთიანება ერთ სივრცეში, ბიზნეს შესაძლებლობებისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, სხვადასხვა სფეროდან. აღსანიშნავია სადაზღვევო პარტნიორის - ალდაგის ჩართულობა ამ პროცესში, ვინაიდან მშენებლობის რისკების დაზღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება ზოგადად სექტორის გაჯანსაღებისთვის და ინვესტორების, დეველოპერების, ქონების მესაკუთრეების რისკების დაზღვევისა და ინტერესების დაცვის კუთხით,“ - აღნიშნავს ლიკა ქარდავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ალდაგის“ სამშენებლო რისკების დაზღვევა ფარავს სამშენებლო მოედანზე ყველა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევით გამოწვეულ მატერიალურ ზარალს, რომელიც პოლისის პირობებით არ წარმოადგენს გამონაკლისს. სადაზღვევო პოლისი ფარავს ყველა რისკს, რომელიც სამშენებლო მოედნის ფარგლებში მოხდება, მათ შორის სამშენებლო ტექნიკის გარეგანი ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, დაზღვეული საგნის გატაცება, ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზიანი.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება