პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე იმსჯელა

კულტურის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძის განმარტებით, შეთანხმების გაფორმება განპირობებულია კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის სურვილით.

„შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კულტურის და საზოგადოების უკეთ გაცნობას, მათი ხალხების კულტურული, სულიერი ცხოვრებისა და ყოფის მახასიათებლების ღრმად გათავისებას, ურთიერთგაგებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას", - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სხდომაზე განხილულ საკითხს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს