ლოიდ ოსტინი - იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ვალდებულებას იღებენ

იზრდება ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ვალდებულებას იღებენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინ-10”) სხდომის გახსნისას განაცხადა, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

“სასტიკი რუსული დაბომბვების გამო ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც [უკრაინას] საჰაერო თავდაცვის საშუალებებს აწვდიან, სულ უფრო იზრდება”,-განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, თებერვალში “რამშტაინის” ფორმატში წინა შეხვედრის დროს საფრანგეთმა და იტალიამ განაცხადეს, რომ უკრაინას SAMP/T-Mamba საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემენ.

“შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ და ნიდერლანდებმა ვალდებულება აიღეს Patriot სისტემები მიაწოდონ და ბევრმა სხვა ქვეყანამ მოკლე რადიუსის მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდეს. კანადამ და გერმანიამ საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს, ისეთები, როგორიცაა NASAMS და IRIS-T”, - აღნიშნა ოსტინმა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა