ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, კლაუს ნეუკირხს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფიცერი საქართველოში ტობია ფიორილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი ანა დობორჯგინიძე და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

მათივე ცნობით, საარჩევნო რეფორმა, 29 აპრილს გასამართი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის, ევროპის საბჭოსა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაღრმავება - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც დღეს იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების თემაზეც.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საბჭო საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი სართაშორისო პარტნიორია და მინდა მადლობა ვუთხრა მათ საარჩევნო პროცესებში გაწეული მხარდაჭერისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ეფექტიან აღსრულებაზე და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გეგმებზე. ასევე მივაწოდე ინფორმაცია 29 აპრილის არჩევნებისთვის მზადებისა და მნიშვნელობის თაობაზე. რა თქმა უნდა, აღვნიშნე, რომ ეს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები არის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია 2024 წლის არჩევნებისთვის. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ჩართულ მხარეებთან ერთად, პრაქტიკაში ვნახოთ ტექნოლოგიების გამოყენების დადებითი მხარეები, გამოწვევები და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება 2024 წლის არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში. შეხვედრის მონაწილეებს ასევე გავაცანი ცესკოს გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს ჩართულ მხარეებს წელიწადნახევრით ადრე დაიწყონ მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის იმ საჭიროებების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ზრდას, ადმინისტრაციის საქმიანობისა და შესაძლებლობების განვითარებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკოსა და ევროპის საბჭოს ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა 14 მარტს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე სწავლების ცენტრის დირექტორ ნათია ზაალიშვილთან ერთად დაესწრო. გიორგი კალანდარიშვილმა სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის იმ მიღწევების, საქმიანობისა და პროექტების შესახებ, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე იმ მიმართულებებზე, რომლებიც 2024-2027 წლებისთვის არის განსაზღვრული.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება