კატერინა მატერნოვა - საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ

12 პირობის შესრულების გარეშე საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები საკმარისი არ არის.

ამასთან, მატერნოვას თქმით, ამ ეტაპზე ვერ იტყვის მიიღებს თუ არა ქვეყანა სტატუსს.

“ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც [საქართველოს] საგარეო საქმეთა მინისტრსაც და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვუთხარი, არის ის, რომ ევროკავშირში წევრობისთვის საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯები, არამედ ეს ასევე ეხება პოლიტიკურ კულტურას, კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობას და თანამშრომლობას, ამ შემთხვევაში ამ 12 პუნქტის შესასრულებლად.

ამ ეტაპზე ვერ გეტყვით [საქართველო] მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე ეს არ მოხდება და ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ”, - თქვა მატერნოვამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025