“ქართული ოცნებისგან” მოვისმინეთ “ვენეციის კომისიის” რეკომენდაციების ინკლუზიურად მიღების მზაობა. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გააკეთა.
“ერთ-ერთი კარგი ელემენტი იყო რეაქციები ვენეციის კომისიის ორ შეფასებაზე, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა. ერთი - უფრო ფართო სასამართლო რეფორმაზე და მეორე - დეოლიგარქციზაციაზე.
რაც უმრავლესობისგან, “ქართული ოცნების” წარმომადგენლისგან მოვისმინეთ იყო რეკომენდაციების იმპლემენტაციის მზაობა და ამის ინკლუზიურ პროცესში გაკეთების მზაობა. ვფიქრობ, ეს თბილისში ჩვენი კონსულტაციების ძალიან გამამხნევებელი დასასრული იყო”, - თქვა მატერნოვამ.