ლევან იოსელიანი - მზად ვარ, მიხეილ სააკაშვილს შევხვდე

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მზად არის, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, შეხვდეს.

როგორც ომბუდსმენმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის ყოველთვის მზად არის, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს.

ამასთან, ომბუდსმენი აპირებს შეხვდეს კონსილიუმის წევრებს და მათგან მოისმინოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

„იცით, რომ სახალხო დამცველთან არსებობს კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ვაპირებ, შევხვდე მათ და მათგან მოვისმინო კონკრეტულად, რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ პროცესის გაგრძელებას.

ვაპირებ შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, ოჯახის წევრებსაც და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო. თავისთავად, სახალხო დამცველი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში შეხვედრას. მე ყოველთვის მზად ვარ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, გააკეთა თუ არა ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შეთავაზება, იოსელიანი ასე პასუხობს - „კი ბატონო, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ შეთავაზება არის“.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა "მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიასაც შეხვდეს, იოსელიანის თქმით, არ აქვს გვარამიას მონახულების პრობლემა თუ კი მეორე მხრიდანაც სურვილი იქნება.

„გუშინ მე-6 დაწესებულებაში ვიყავი. მოვინახულე პატიმრები და ვაპირებ, რომ ვიარო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რათა პირადად შევხვდე პატიმრებს.

ნიკას, რაც შეეხება მისი მონახულებაც არ არის პრობლემა, თუ მისი მხრიდან იქნება სურვილი, აუცილებლად მოვინახულებ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო