კანადა უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალასა და საზენიტო რაკეტებს გადასცემს

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, კანადა უკრაინას გადასცემს 155 მმ კალიბრის დაახლოებით 8000 საბრძოლო მასალას, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდასაჭერად 12 საზენიტო რაკეტას კანადის შეიარაღებული ძალების მარაგიდან.

გარდა ამისა, კანადის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის ინფორმაციით, კანადამ Leopard 2 ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების დამატებითი რაოდენობის მიწოდება დაიწყო. საერთო ჯამში, კანადა უკრაინას რვა ერთეულ Leopard 2 ტიპის საბრძოლო ტანკს დაჰპირდა.

გუშინ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაინ-10”) მეათე შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ვალდებულებას იღებენ. ასევე, მისი თქმით, ცხრა ქვეყანა გეგმავს, უკრაინას "ლეოპარდის" 150-ზე მეტი ტანკი გადასცეს.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება