ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერების დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, კონტინენტთაშორისი ­ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

რაკეტის გაშვების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს როგორც იაპონელმა, ისე სამხრეთ კორეელმა ოფიციალურმა პირებმა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების განცხადებით, რაკეტა ფხენიანიდან, ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რაკეტა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა იყო და მან 6000 კილომეტრზე მაღლა დაახლოებით 70 წუთის განმავლობაში იფრინა.

აღსანიშნავია, რომ ეს, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაშვებული მეოთხე რაკეტაა. ფხენიანის „გააქტიურება“ აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის მიმდინარე ერთობლივი საზღვაო წვრთნების ფონზე მოხდა, რომელიც მოკავშირეების ყველაზე მასშტაბური წვრთნებია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ჩრდილოეთ კორეამ არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთ წვრთნებს პროვოკაციად აფასებს.

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტა ბოლოს ერთი თვის წინ გაუშვა, რასაც გაერო-ს საგანგებო შეხვედრა მოჰყვა. კონტინენტაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვება განსაკუთრებით შემაშფოთებელია მისი მოქმედების გრძელი რადიუსის გამო.

BBC-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას დღევანდელ შეხვედრაზე დღის წესრიგის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის გაზრდილი სარაკეტო აქტივობა იქნება.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა