გუბერნატორი - ბახმუტში 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის, ბავშვები

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, ბახმუტში 3 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 33 ბავშვია დარჩენილი.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ქალაქში რჩებიან, კატეგორიულად უარს ამბობენ ევაკუაციაზე.

პაველ კირილენკომ ხაზი გაუსვა, რომ ევაკუაცია მოიცავს არა მხოლოდ ბახმუტს, არამედ ფრონტის მთელ ხაზს. მოქალაქეები გაჰყავთ ავდიივკიდანაც, სადაც ერთი კვირის წინ 42 ბავშვი იყო, ახლა კი 13-ია.

კირილენკოს ინფორმაციით, ევაკუირებული ბავშვები უკრაინის სხვა რეგიონებში გადაჰყავთ. იქ მათ ათავსებენ სკოლამდელ დაწესებულებებში, პანსიონატებსა და სანატორიუმებში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს