გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 მარტს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში: ქსოვრისი, ილტოზა, მუხრანი, მჭადიჯვარი, ქსანი, ვარდისუბანი, ოძისი, ბაქაქურები, ხოლო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვეშეთი, არახვეთი, ზემო და ქვემო მლეთა, ნაღვარევი, გვიდაქე, გოგნაური, სეფე და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 16:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი. 17:00 საათიდან 19:30 საათამდე კი აბონენტებს კობში.

კომპანიის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის