თბილისის მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, 13 შენობა-ნაგებობაზე გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან 6 ობიექტზე სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ახორციელებს, 7-ს კი, თავად გამგეობები აკეთებენ.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.
მათივე ცნობით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ვაკის რაიონში გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები 3 შენობას უტარდება, ნაძალადევის რაიონში -1 შენობას, ისნის რაიონში 1-ს და ასევე 1 შენობას სამგორში.
ამასთან, მერიის ინფორმაციით, 5 წელიწადში, 2017 წლის პირველი იანვრიდან, 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები ჯამში 196 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა. რაიონული გამგეობების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
გლდანის რაიონის გამგეობაში მხოლოდ ერთ მისამართზე მოხდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც 17 263,72 ლარი შეადგინა.
დიდუბის რაიონში 2017 წლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამაგრებით სამუშაოებზე დახარჯულ თანხას, ის 4 980 838 ლარს შეადგენს.
ვაკის რაიონის რაიონის გამგეობაში 9 საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა კაპიტალური გამაგრების სამუშაოები, რაზეც გამგეობის მიერ 1 074 178.97 ლარი დაიხარჯა.
2017 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ისნის რაიონში გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა 37 შენობა-ნაგებობას.
კრწანისის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 26 საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა კაპიტალური გამაგრების სამუშაოები. დღეის მდგომარეობით გამაგრებითი სამუშაოები უტარდება ერთ შენობა-ნაგებობას.
მთაწმინდის რაიონის გამგეობაში გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა 61 შენობა-ნაგებობას. დღეის მდგომარეობით გამაგრებითი სამუშაოები უტარდება ერთ შენობა-ნაგებობას.
ნაძალადევის რაიონში 18 საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა კაპიტალური გამაგრების სამუშაოები, რომელზეც გამგეობამ 875 676.01 ლარი დახარჯა.
2017 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ავარიული ნაგებობების გამაგრება/ რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.
სამგორის რაიონში კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა 15 საცხოვრებელ კორპუსს.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სამოქმედო ტერიტორიაზე დღეის მდგომარეობით გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს 5 მისამართზე. 2017 წლიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 146 საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა კაპიტალური გამაგრების სამუშაოები, აქედან 2017 წელს - 34-ს; 2018 წელს- 20-ს; 2019 წელს - 22-ს; 2020 წელს - 34-ს; 2021 წელს - 22-ს; 2022 წელს კი - 14-ს.