საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების (პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, ლატვია, საბერძნეთი) საელჩოების მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის მიერ, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, გასულ წელს მიღწეულ შედეგებსა და უწყების ხედვას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის თაობაზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ, ე.წ. „დიპლომატიური კლუბი“-ს ჩამოყალიბების თაობაზე. მოწვეულმა სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საგამოძიებო სამსახურის როლსა და მნიშვნელობაზე. ასევე გამოხატეს მზაობა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურს აღმოუჩინონ დახმარება შემდეგი მიმართულებებით: დაყადაღებული აქტივების მართვის და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება; სპეციფიკური ანალიტიკური პროგრამების მოძიება და შესწავლა; პროფესიული კონტაქტების გააქტიურება შეხვედრაზე წარმოდგენილ ქვეყნებში მოქმედ კოლეგა უწყებებთან; სამსახურის თანამშრომლების ტრენინგი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

მათვე ცნობით, ყოველივე ზემოაღნიშნული არა მხოლოდ გააუმჯობესებს უწყების ეფექტიანობას, არამედ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით - რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„უახლოეს მომავალში ვიმედოვნებთ ერთობლივად წამოვიწყოთ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობა, რაც აუცილებლად აისახება ჩვენი უწყების საქმიანობაზე“ - შეხვედრის დასასრულს განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა