ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობის  წევრებს მოუწოდებს, აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მთავრობის ყველა წევრს მოუწოდა, აშშ-ში მოგზაურობისა და ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისგან თავი შეიკავონ იქამდე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას თეთრ სახლში არ მიიწვევს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ისრაელის მთავრობის ფორმირებიდან და პრემიერ-მინისტრად კიდევ ერთხელ არჩევიდან ორი თვის გასვლის შემდეგ ის თეთრ სახლში ჯერ არ მიუწვევიათ. ამასთან, ცოტა ხნის წინ ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის ახალი მთავრობის პოლიტიკის ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მათ შორისაა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა შეზღუდოს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა