„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით წყალტუბოში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. კენკროვანი კულტურების, განსაკუთრებით ლურჯი მოცვის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა „ბლუბერი ფილდსთან“ პარტნიორობით წყალტუბოში, სოფელ გუბისწყალში, 25.2 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ბანკის ინვესტიციით კომპანიამ ნერგებისა და პლანტაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა და მიწის დამუშავება შეძლო. ასევე, მოეწყო ჭაბურღილი და საირიგაციო სისტემა.

კომპანიამ საქმიანობა 2022 წელს დაიწყო, რომლის მიზანი ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება და მისი ექსპორტზე გატანაა. ამ დროისთვის „ბლუბერი ფილდსი“ საექპორტოდ გაერთიანებულ საამიროებსა და ევროპის ქვეყნებს მოიაზრებს.

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით 2022 წელს, წყალტუბოში, 25.2 ჰექტარზე ლურჯი მოცვები გავაშენეთ. მოსავალს 2024 წელს ველოდებით, რის შემდეგაც პროდუქტის ექსპორტზე გატანას ევროპასა და გაერთიანებულ საამიროებში ვგეგმავთ. ლურჯი მოცვით არა მხოლოდ ევროპის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებიც არიან დაინტერესებული. ამასთანავე, ბოლო პერიოდში პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა. ბაზრის შესწავლა და სამომავლო პარტნიორების მოძიება უკვე დაწყებული გვაქვს. აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო გამოფენებსა და ექსპოზიციებში მონაწილეობას, რაც სამომავლოდ ჩვენი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაგვეხმარება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი, ბაია გადაბაძე.

კომპანია, 2023 წელს ლურჯი მოცვების გაშენებას დამატებით 28.76 ჰა-ზე გეგმავს. ჯამში კი 100 ჰა-ს მოცვა სურს. მოსავლის აღების პერიოდში კომპანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას გეგმავს. ეს კი ყოველდღიურად საშუალოდ 400 ადამიანთან თანამშრომლობას გულისხმობს.

„საქართველოს ბანკისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, რომელიც განვითარებასა და ზრდაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება ლურჯ მოცვებს - დიდი პოტენციალის მქონე ბიზნესია, რომელიც საჭიროა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და მეტი ქართული პროდუქცია გავიდეს ექსპორტზე. მსგავსი საქმიანობა ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც ხელს უწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. კომპანია გაფართოებაზე ფიქრობს და სამომავლოდ უკვე დაგეგმილი აქვს სამაცივრე მეუნეობის მოწყობა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც მათთან ერთად სხვა ფერმერებსაც მიეცემათ“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

ინფორმაციისთვის, „ბლუბერი ფილდსი“ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა ბიო პროდუქტის წარმოებას გეგმავს. კომპანია დაფუძნებიდანვე ითვალისწინებს და ნერგავს „Global G.A.P.”-ის ყველა სტანდარს და მოთხოვნას. ეს ასახული იქნება არამხოლოდ პროდუქციაზე, არამედ მიდგომებზე თანამშრომელთა გადამზადების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის თვალსაზრისით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო