ანდრიუს კუბილიუსი - ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების ნამდვილად ძლიერი სურვილი, სამწუხაროდ, მთავრობა მთავარი დაბრკოლება ხდება

ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კიდევ მეტი პროვოკაცია იქნება და პროევროპული ოპოზიცია არის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, -ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სტრასბურგში, ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების ნამდვილად ძლიერი სურვილი, "სამწუხაროდ, მთავრობა მთავარი დაბრკოლება ხდება".

„ნამდვილად კარგი შეხვედრა იყო, როგორც იცით, ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ აქ. ჩვენ მათ რა თქმა უნდა ვკითხეთ, როგორ აფასებენ სიტუაციაs და რა არის შემდგომი ნაბიჯები და გეგმები, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების ნამდვილად ძლიერი სურვილი, სამწუხაროდ, მთავრობა ხდება მთავარი დაბრკოლება ინტეგრაციისთვის. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კიდევ მეტი პროვოკაცია იქნება და პროევროპული ოპოზიცია არის ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორ გააკეთებენ ისინი ამას, რა გამოვა მომავალი წლის არჩევნებიდან და ასე შემდეგ - ჩვენ ყველა ეს საკითხი განვიხილეთ. ჩვენი ინტერესია დავეხმაროთ ქართველ ხალხს მიაღწიონ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ მიზანს და ამიტომ ვიჩენთ დიდ ინტერესს, ვნახოთ, რომ ქართულ ოპოზიციას შეუძლია ევროკავშირისკენ ალტერნატიული, რეალური გზის შეთავაზება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

შეგახსენებთ, ოთხი ოპოზიციური პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“ „დროას“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლებმა სტრასბურგში, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან, შეხვედრა გამართეს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში