2022 წლის 10 თვეში, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო

2022 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული 12 სისხლის სამართლის საქმიდან გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო.

„2022 წლის 1 მარტიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას წარმოადგენს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების გამოძიება. სამსახური მყისიერად რეაგირებს ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე და გამოძიებას, მათ შორის სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის/სიუჟეტის საფუძველზეც იწყებს. გამოძიების დაწყებისა და მიმდინარეობის თაობაზე პროაქტიულად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას და თავად დაზარალებულ ჟურნალისტებს/ოპერატორებს.

2022 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 12 სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული 12 სისხლის სამართლის საქმიდან:

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 7 პირის მიმართ, კერძოდ - 3-ის მიმართ სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; 2-ის მიმართ სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 1-ის მიმართ სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; 1-ის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი