ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჩინური წარმოების გადაკეთებული და იარაღით აღჭურვილი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი, „მუგინ-5“ ჩინელი მწარმოებლის მიერ არის დამზადებული და მისი ფასი ჩინურ ვებგვერდებზე 15 000 დოლარს შეადგენს.
საფრენი აპარატის მწარმოებელმა კომპანიამ CNN-ს დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი მათი წარმოებისაა და მომხდარს „ძალიან სამწუხარო” უწოდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოხვდა ჩინური წარმოების საფრენი აპარატი რუსულ სამხედრო არსენალში.