საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე - „ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე - „ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არსებითი განხილვის სხდომა გაიმართება.

სასამართლოს ცნობით, მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს დისკრეციას, უფლებამოსილება გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულების საფუძვლით მაშინ, როდესაც პალატაში დარჩენილი მოსამართლეები ისედაც ქმნიან საქმის განსახილველად აუცილებელ კვორუმს.

მოსარჩელის განმარტებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეებისაგან განსხვავებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის ექსკლუზიური კომპეტენცია მინიჭებული აქვს საქართველოს პარლამენტს. შესაბამისად, მათთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებაც, უშუალოდ პარლამენტის მიერ უნდა იქნეს მიღებული. სადავო ნორმა კი აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ანიჭებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

ამდენად, მოსარჩელის მითითებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიერ კონსტიტუციით განსაზღვრული აუცილებელი საპარლამენტო ლეგიტიმაციის გარეშე სამოსამართლო საქმიანობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი