„ალდაგი“ ოპტიმოს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ონლაინ პლატფორმა ოპტიმოსთან თანამშრომლობას იწყებს და მიკრო ბიზნეს კომპანიებს კუთვნილი ქონებისა და მარაგების დაზღვევას მათზე მორგებული პირობებით სთავაზობს.

„ალდაგის“ ცნობით, პროდუქტი - ქონებისა და მარაგების დაზღვევა მიკრო ბიზნესკომპანიებს წლიურად 150 ლარიდან შეუძლიათ. ამასთნ, განმარტავენ, რომ „ალდაგის“ შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესის კუთვნილი ქონება და მარაგები დაზღვეული იქნება ისეთი რისკებისგან, როგორებიცაა: ხანძარი, აფეთქება, საჰაერო ტრანსპორტის ჩამოვარდნა, ავტოტრანსპორტის შეჯახება, წყალგაყვანილობის სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა, სტიქიური მოვლენები, ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა.

„ოპტიმოს მომხმარებლებისთვის, მათ საჭიროებებზე მორგებული პირობები შევიმუშავეთ, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ფიქსირებულ ფასად დააზღვიონ ქონება და მარაგები სხვადასხვა გავრცელებული რისკისგან და უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური მდგრადობა. პროდუქტი შესაძლებლობას იძლევა მაქსიმალურად მოქნილი პირობებით ვეთანამშრომლოთ მიკრო და მცირე ზომის კომპანიებს,“ - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, „ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წლებია ლიდერობს, როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა