დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 21 მარტს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, 21 მარტს ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება.

უწყების ცნობით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს, როგორც მსხვილი ასევე, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეები. ჯამში, 20-მდე კომპანია, 50-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს.

„ფორუმის მიზანია სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა მიეცეთ, ერთიან სივრცეში რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს პირისპირ შეხვდნენ და მათთვის სასურველი ვაკანსია შეარჩიონ. ზუგდიდის დასაქმების ფორუმი „ტექნოპარკში“ შენობაში გაიმართება. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოს მაძიებლებს 14:00 საათიდან შეხვდებიან.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს, უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის, ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება