ირაკლი ფავლენიშვილი - საზოგადოების კოორდინირებამ „ქართულ ოცნებას“ რუსულ კანონზე უარი ათქმევინა

შევთანხმდებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე პირდაპირ ახდენს „რუსული ოცნება“ ჩვენი ეროვნული ინტერესების, ევროპული ინტეგრაციისა და კონსტიტუციის საბოტაჟს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში კოორდინაცია მოხდეს.

„ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს და მნიშვნელოვანია, რომ პროდასავლურ ოპოზიციაში კოორდინაცია მოხდეს, თუმცა კონკრეტულ საკითხებზე, თუ რა ფორმატი იქნება, ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ყველაფერს კონკრეტული პოლიტიკური მომენტი გვაჩვენებს, ისევე როგორც კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში მოხდა, როდესაც “რუსული კანონის” წინააღმდეგ, საზოგადოების გალაშქრებამ კოორდინაცია გამოიწვია და მაშინ ყველამ ერთად შევძელით, რომ ერთიან გეგმაზე და ერთიან მიდგომაზე შევთანხმებულიყავით. სწორედ ასე მოხდება, როდესაც ამის დრო მოვა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე მოვა ეს დრო. შევთანხმდებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე პირდაპირ ახდენს „რუსული ოცნება“ ჩვენი ეროვნული ინტერესების, ევროპული ინტეგრაციისა და კონსტიტუციის საბოტაჟს,“ - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა