კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოსამართლე ლევან დარბაიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „აღდგენითი მართლმსაჯულება მოსამართლის პერსპექტივიდან“

16 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, სამართლის დოქტორის, ლევან დარბაიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „აღდგენითი მართლმსაჯულება მოსამართლის პერსპექტივიდან“. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპიკერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღდგენითი მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებული ზიანი, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, ასევე მხარეთა ჩართულობით ზიანის გამოსწორებისა და ურთიერთობების აღდგენის პროცესი.

„შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე, დეკანის მოადგილე, თამთა წირქვაძე, სამართლის ასოცირებული პროფესორი სერგო ჭელიძე და სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება