რელიგიის სააგენტომ სამებაში ბრაილით დაბეჭდილი ლოცვები განათავსა

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, შშმ პირების, კერძოდ უსინათლოთა რელიგიური უფლებების განხორციელების ხელშესაწყობად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ხატებთან განთავსდა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ამასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე, სოფიკო ხუციშვილი, უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ცალქალამანიძე, თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის დირექტორი, თინათინ საბაური და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს სოციალურ პროექტს შშმ პირებისთვის. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად გამოდის ბრაილის შრიფტით აწყობილი ინტერრელიგიური კალენდარი, გამოიცა ბიბლიის ოთხი წიგნი. ლოცვები ბრაილის შრიფტით უკვე განთავსებულია ფონიჭალის წმინდა თამარის სახელობის ტაძარში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის