რუსთავის მერიის ახალი მუნიციპალური სერვისი C ჰეპატიტის აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს

რუსთავის მერიამ მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში ახალი პროგრამა აამოქმედა, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ორიენტირებულ მუნიციპალურ მომსახურებას, C ჰეპატიტის, აივ/ შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს.

რუსთავის მერიის ცნობით, პროგრამას, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ახორციელებს.

„კამპანია, სოციალურად აქტიურ მუნიციპალურ სამსახურებში, ლაბორატორიული კვლევების ადგილზე ჩატარებასაც ითვალისწინებს. ახალი პროგრამის ბენეფიციარები, 18 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან.

სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, დღეს სამედიცინო შემოწმება მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში დასაქმებულ მძღოლებს, კონტროლიორებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და ტექნიკურ პერსონალს ჩაუტარდა.

C ჰეპატიტის აივ/შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის სერვისი, პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სტრატეგიაა და ამ დაავადებების გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად.

სკრინინგის პროგრამაში ჩართვას რუსთავის მოსახლეობა მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ოფისში მოწყობილ სპეციალურ სამედიცინო ლაბორატორიაში, 1-ელი აპრილიდან უფასოდ შეძლებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის