აფრიკის ქვეყნებში ტროპიკულ ქარიშხალ „ფრედის“ მსხვერპლთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა
აფრიკის ქვეყნებში ტროპიკულ ქარიშხალ „ფრედის“ მსხვერპლთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. Reuters-ის ინფორმაციით, მოზამბიკში გარდაცვლილთა რიცხვმა 60-ს მიაღწია, მალავიში 230-ს, მადაგასკარში კი 20-ს. გამოცემის ცნობით, სტიქიის გამო მხოლოდ მალავიში 80 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქარიშხალმა ასობით სახლი გაანადგურა.
სპეციალისტების შეფასებით, „ფრედი“ მიმდინარე წელს სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება და სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზარალი მომდევნო დღეებში კიდევ გაიზრდება.