ფრანგული AMX-10 RC ჯავშანმანქანები უკრაინაში ჩავიდა, ზოგიერთი უკვე წინა ხაზზე გაიგზავნა. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა.
ლეკორნუმ არ დააკონკრეტა გადაცემული ჯავშანმანქანების რაოდენობა.
მისი თქმით, AMC-10 RC ჯავშანმანქანების გადაცემის შესახებ განცხადების გაკეთებიდან გადაცემამდე პროცესი ორი თვე გაგრძელდა, ვიდრე უკრაინული ეკიპაჟების მომზადება და შემდეგ გადაცემა მოხდებოდა.
“ვეძებ გზებს თუ როგორ შეიძლება მოხდეს გადაცემის მეორე ტალღა. რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის რამდენიმე გადაწყვეტილებას ვამზადებ, ვინაიდან, ეს [ჯავშანმანქანები] უკვე ძალიან ადგებათ უკრაინელ პარტნიორებს”, - აღნიშნა ლეკორნუმ.