დასავლეთი უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემას განიხილავს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. ინფორმაციას დანიურ გამოცემა Jyllands-Posten-ი ავრცელებს.
პოლონეთის მიერ კიევისთვის "მიგ-29" გამანადგურებლების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას ფრედერიკსენმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები ახლა უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებლების გადაცემას შესაძლებლობას განიხილავენ.
“გამანადგურებლები უკვე დიდი ხანია არის უკრაინის მხრიდან თხოვნა, და ესაა, რასაც მოკავშირე ქვეყნების წრეში განვიხილავთ. ამიტომ კი, ეს არის ის, რასაც ჩვენ მოკავშირეებთან განვიხილავთ და ეს არის ის, რაც, როგორც მე ვიცი, მოკავშირეების ჯგუფში განიხილება”, - აღნიშნა ფრედერიკსენმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ დანია ასევე განიხილავს უკრაინისთვის საკუთარი თვითმფრინავების გადაცემას.
“კი, რამდენიმე სხვადასხვა ასპექტს განვიხილავთ და ამ საკითხში ძალიან, ძალიან მჭიდრო დიალოგში ვიმყოფებით ჩვენს მოკავშირეებთან”, - განაცხადა ფრედერიკსენმა.
ცნობისთვის, დანიის საჰაერო ძალები ახლა F-16 გამანადგურებლებს იყენებენ, მაგრამ უკვე 2023 წლის შემოდგომიდან იგეგმება მათი უფრო თანამედროვე F-35-ებით ჩანაცვლება.