ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პეკინი მზად არის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფასილიტაციისთვის

ჩინეთი მზად არის უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფასილიტაციისთვის. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ცინ განსა და მის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.

“ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებდა ობიექტიურ და სამართლიან პოზიციას უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ხელს უწყობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებდა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეექმნა პირობები”, - წერია განცხადებაში.

ცინ განის თქმით, ჩინეთი შეშფოთებულია კრიზისის შესაძლო ესკალაციისა და “მისი კონტროლიდან გამოსვლის შესაძლებლობის” გამო.

“ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე შეინარჩუნებს სიმშვიდეს, რაციონალურობას და თავშეკავებულობას, რაც შეიძლება მალე განაახლებენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მოგვარების პოლიტიკურ გზაზე დაბრუნდებიან… ჩინეთი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტაში, კრიზისის შერბილებასა და მშვიდობის აღდგენაში კონსტრუქციული როლის თამაშს”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოეხმაურა ჩინელ კოლეგასთან გამართულ სატელეფონო საუბარს.

“ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ცინ განთან საუბრის დრო განვიხილეთ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობა. მე ხაზგასმით აღვნიშნე ზელენსკის მშვიდობის ფორმულის მნიშვნელობა უკრაინაში აგრესიის დასასრულებისთვის და სამართლიანი მშვიდობის აღდგენისთვის”, - წერს კულება.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა