რუსული მედია - ალან გაგლოევი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და "სამხრეთ ოსეთში" დაპატიჟა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტი” ალან გაგლოევი მოსკოვში პუტინს პირველად შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთს” შორის არსებული ურთიერთობების დახასიათება ზედმეტია, ვინაიდან, “განსაკუთრებული ხასიათი აქვთ, მაგრამ ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც”.

“გასულ წელს ტვირთბრუნვის ზრდამ 12% შეადგინა, პრინციპში კარგი მაჩვენებელია. თითქმის ყველა პროგრამა ვითარდება: საინვესტიციო პროგრამა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ფინანსური დახმარების პროგრამა, "სამხრეთ ოსეთის" საკრედიტო დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამა”, - აღნიშნა პუტინმა.

გაგლოევის თქმით, “რესპუბლიკის ურთულეს მომენტებში” რუსეთი ყოველთვის გვერდში ედგა და დღესაც ფასდაუდებელ მხარდაჭერას უწევს.

“2008 წლის აგვისტოც გვახსოვს, როდესაც "სამხრეთ ოსეთის" ერი პრაქტიკულად სრული განადგურების საფრთხის ქვეშ დადგა, მაგრამ სრულიად სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილებები გამო აგრესორი შეჩერებულ იქნა”, - განაცხადა გაგლოევმა.

შეხვედრისას გაგლოევმა პუტინი საპატიო სტუმრის რანგში “რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავის” აღსანიშნავად დაპატიჟა.

“წელს რუსეთის ფედერაციის მიერ "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ და, შესაძლებლობით რომ ვისარგებლო, გპატიჟებთ "სამხრეთ ოსეთში" ყველაზე საპატიო სტუმრის რანგში და თქვენ ადგილზე ნახავთ "სამხრეთ ოსეთის" ხალხის თბილ, ნათესავურ, მადლიერ დამოკიდებულებას”, - განაცხადა გაგლოევმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის