ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება ევროპა, რუსული ბომბები ობიექტურ რეალობას ვერ შეცვლის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ლატვიის პრემიერ-მინისტრს, კრიშიანის კარინშს შეხვდა და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ლატვიის პრემიერ-მინისტრს კიევში შევხვდი. მადლობა გადავუხადე ჩვენი სახელმწიფოსთვის თავდაცვის ახალი პაკეტის გამოყოფისთვის, ყველა დონეზე პრინციპული მხარდაჭერისთვის - იარაღიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიდან დაწყებული იურიდიულ საკითხებამდე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე უკრაინის პერსპექტივები განიხილა.

"უკრაინა ყოველთვის ევროპა იყო. უკრაინა ყოველთვის იქნება ევროპა. რუსული ბომბები ვერ შეცვლის ობიექტურ რეალობას. რეალობას, რომელსაც უკრაინელები იცავენ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა იბრძვის მარინკას მახლობლად, ბახმუტთან, ავდიივკასთან, ლუგანსკის ოლქში, სამხრეთის ფრონტის ხაზზე. მადლობა ყველას, ვინც რუსეთს ასწავლის, რომ ბოროტებაზე პასუხისმგებლობა გარდაუვალია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა