გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მინისტრებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ჩინეთის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok-ის სამსახურეობრივ ტელეფონებსა და სხვა მოწყობილობებზე გამოყენება აეკრძალათ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მთავრობა შიშობს, რომ ჩინეთის მთავრობამ, შესაძლოა, ოფიციალურ ტელეფონებზე დაცულ სენსიტიურ მონაცემებზე წვდომა შეძლოს.
TikTok-ი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ ის მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის მთავრობას გადასცემს. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში TikTok-ის პრესსპიკერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება "ფუნდამენტურ მცდარ წარმოდგენებს" ეფუძნება.