ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრულ ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2023 წლის იანვარში ექსპორტი 132 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 51 პროცენტით გაიზარდა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, შეთანხმების ამოქმედება დადებითად აისახება ვაჭრობის დინამიკაზე და საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გაუხსნის გზას არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრისკენ.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორებში.

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ასევე გახსნიან ორმხრივ ბიზნესფორუმს და ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დასრულების თაობაზე, რომელიც 15 მარტიდან მიმდინარეობს თბილისში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრულ ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს.

„აღინიშნა, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2023 წლის იანვარში ექსპორტი 132 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 51 პროცენტით გაიზარდა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, შეთანხმების ამოქმედება დადებითად აისახება ვაჭრობის დინამიკაზე და საქართველოს მწარმოებლებს დამატებით გაუხსნის გზას არაბთა გაერთიანებული საამიროების 10-მილიონიანი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრისკენ.

საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორებში.

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ასევე გახსნიან ორმხრივ ბიზნესფორუმს და ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დასრულების თაობაზე, რომელიც 15 მარტიდან მიმდინარეობს თბილისში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა