საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი ICT-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი გერმანიის „მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის“ (ICT ) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორი რონალდ ვ. ვანიეკთან შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის მენეჯერი ზაალ ცინაძე, დეკანის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გინა გურეშიძე, პროფესორი ავთანდილ გოგოლაძე, კომპანია „ჯეოტურანის“ დამფუძნებელი, პროფესორი პაატა რუსაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა დოქტორანტურის მიმართულების სტუდენტების გაცვლით პროგრამებში და კვლევებში ჩართვის საკითხები. აგრეთვე, ქართული საინჟინრო სკოლის გამოცდილების გაზიარება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნაყოფიერი, საქმიანი შეხვედრა შედგა “მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის” აღმასრულებელ დირექტორსა და კომპანია „ჯეოტურანის“ დამფუძნებელთან, პროფესორ პაატა რუსაძესთან. შეხვედრაზე ბატონმა რონალდ ვ. ვანიეკმა განაცხადა , რომ მათ აქვთ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია, სადაც შეიძლება ნატურული ზომის ექსპერიმენტების ჩატარება და შესაძლებელია როგორც გაზმომარაგების, ისე წყალმომარაგების ქსელების შესწავლა სხვადასხვა გარემო პირობებში. მათ შორის, მიწისქვეშა გრუნტის წყლების ზემოქმედებით. მივიღეთ შემოთავაზება სხვადასხვა ფონდებთან კავშირების დამყარებასა და დაფინანსების ხელშეწყობაში. ასევე, განხილულ იქნა, როგორც ქართველი, ასევე, გერმანელი დოქტორანტურის მიმართულების სტუდენტების გაცვლით პროგრამაში ჩართვის საკითხები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ რონალდთან შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ფაკულტეტის კიდევ ერთ ევროპულ საგანმანათლებლო ინსტიტუტთან თანამშრომლობას, რაც, ბუნებრივია აისახება ქართველი და გერმანელი დოქტორანტების შრომებში“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა.

სტუ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს ასევე მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს კომპანიასთან „ჯეოტურანი“.

„კომპანიასა და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტს შორის პროფესიული სწავლების მიმართულებით მემორანდუმია გაფორმებული, რომლის თანახმადაც ფაკულტეტი კომპანიას კოორდინაციას უწევს, ხოლო პროფესიული სწავლების სტუდენტები კომპანიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე გადიან პრაქტიკას.

სამშენებლო ფაკულტეტის დეკანსა და გერმანიის “მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის” (ICT ) აღმასრულებელ დირექტორის შეხვედრის დასასრულ მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, სტუ-ისა და ICT -ის დოქტორანტების კვლევით თანამშრომლობასა და კვლევების საკითხზე, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ევროპულ კვლევით ქსელ Co-UDlabs-ში ინტეგრაციაზე.

ინფორმაციისთვის: Co-UDlabs ნიშნავს "თანამშრომლობითი ურბანული დრენაჟის კვლევითი ლაბორატორიების საზოგადოებებს" და არის Horizon2020 პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც უშვებს წვდომას ევროპის 17 უნიკალურ კვლევით ობიექტზე. ICT-ი გამოხატავს ქართველი სამოქალაქო ინჟინრების პროექტში მონაწილეობის ინტერესს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის