სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

შესაბამის დოკუმენტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვასა და პოპულარიზაციას.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მინისტრმა და ასოციაციის თავმჯდომარემ აფხაზეთის სახელობის დარბაზი გახსნეს, სადაც სამედიაციო პროცესები გაიმართება.

ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა