ოთარ შამუგია კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს აბდულა ბინ აბდულაზიზ ბინ თურქი ალ სუბაიეს  შეხვდა

დოჰაში, საერთაშორისო აგროგამოფენის „Agriteq 2023“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის საკითხები განიხილეს.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყურის ქვეყნები, მათ შორის კატარის სახელმწიფო, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას პოტენციალი აქვს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ფერმერთა დახმარების სახელმწიფო პროგრამებზე ვრცლად ისაუბრა.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის წარმოების ხელშეწყობისთვის საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც განაპირობებს როგორც წარმოების მასშტაბების, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციისადმი ინტერესის ზრდას. ოთარ შამუგიამ კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრს საინვესტიციო პროექტის „იმერეთის აგროზონა“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებში ქართული კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრება, რომელთა შორისაა, ქართული თაფლი, თხილი, მშრალი ხილი, ლურჯი მოცვი და ცხვრის ხორცი.

კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრმა აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაიემ მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას კატარის სახელმწიფოში ვიზიტისთვის და საერთაშორისო აგროგამოფენაზე ქართული სტენდის წარმოდგენის მხარდაჭერისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებით და აღნიშნა, რომ ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქტის ცნობადობა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი ნამდვილად არსებობს.

კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტების მინისტრთან გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან