აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები გლდანის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია გლდანის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მონაწილეებმა, გლდანის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციებისა გათვალისწინებით, დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, გლდანის რაიონის გამგეობისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა